“ქალთა მოძრაობის“ მიერ შემუშავებული რეკომენდაციები პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სამუშაო ჯგუფისთვის
Posted: მაისი 25, 2015 Filed under: Uncategorized დატოვე კომენტარი“ქალთა მოძრაობის“ მიერ შემუშავებული რეკომენდაციები პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სამუშაო ჯგუფისთვის
რეკომენდაციები შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის
1. შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნას სპეციალიზირებული დანაყოფი, რომელიც მოახდენს რეაგირებას ქალზე ოჯახში ძალადობის, გენდერული ნიშნით ქალზე ძალადობის (რომელიც არ წარმოადგენს ოჯახში ძალადობას) და ქალზე სექსუალური ძალადობის შემთხვევებზე.
2. გაგრძელდეს პოლიციელთა მუდმივი ტრენინგი და ცნობიერების ამაღლება ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობის თემაზე, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, მიზნად ისახავს გენდერული სტერეოტიპების ზეგავლენის აღმოფხვრას პოლიციელთა მიერ ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების დროს
3. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აწარმოოს სეგრეგირებული სტატისტიკა ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე.
4. სამინისტრომ აღრიცხოს განმეორებითი ზარები ოჯახში ძალადობაზე იმავე ნომრიდან/მისამართიდან.
5. სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს ნაადრევი ქორწინების ყველა შემთხვევაზე.
6. ძალადობის შემთხვევებში ახსნა-განმარტების ოქმები შედაგინოს მსხვერპლის და მოწმეების ზედმიწევნითი თხრობის საფუძველზე, ან საშუალება მისცეს მათ თავად დაწერონ ახსნა-განმარტებები საკუთარი ხელით.
7. გაავრცელოს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის შესახებ და ეფექტური რეაგირება მოახდინოს პოლიციელთა მიერ ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე პოლიციელთა არასათანადო რეაგირების ფაქტებზე. დანაშაულის ნიშნების არსებობისას საქმე დაუყოვნებლივ გადასცეს პროკურატურას.
8. სამინისტრომ აწარმოოს სტატისტიკა ოჯახში ძალადობაზე არასათანადო რეაგირებასთან დაკავშირებით გენერალურ ინსპექციაში შესული საჩივრების რაოდენობაზე.
9. აწარმოოს შემაკავებელი და დამცავი ორდერების შესრულების მონიტორინგი.
10. სამინისტრომ აღრიცხოს შემაკავებელი ორდერის გაცემის მერე განხორციელებული განმეორებითი ზარების/განცხადებების რაოდენობა მისამართიდან/მოძალადესთან დაკავშირებით;
11. დაუყოვნებლივ შეიმუშაოს პოლიციელთათვის ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის რისკის შეფასების გაიდლაინი (თუ ეს დოკუმენტი დღემდე შემუშავებული არ არის).
რეკომენდაციები საქართველოს პროკურატურისთვის
1. ქალთა მიმართ ძალადობისა და ქალთა მკვლელობების საქმეებში პროკურატურამ მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა დანაშაულში აღამოაჩინოს გენდერული ნიშანი და სქესის საფუძველზე დისკრიმინაციული ნიშნის არსებობის შემთხვევაში გამოიყენოს სისხლის სამართლის კოდექსის 53 პრიმა მუხლი გამოძიების და სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობისას.
2. შემუშავდეს სახელმძღვანელო პროკურატურისა და შსს-ს თანამშრომლებისთვის, ქალთა და გოგონათა მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობის, ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის და ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნისთვის; სახელმძღვანელო ასევე უნდა მოიცავდეს ძალადობის მსხვერპლ ქალთა, მოწმეთა და სავარაუდო მოძალადეთა დაკითხვის მეთოდებს. პროკურორებმა გაიარონ გადამზადება აღნიშნულ თემაზე.
3. ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობის, ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის, ქალთა მკვლელობების და ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევაში, ყველა შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება (შსს-ს მიერ) და საჯარო ინტერესის ტესტის გათვალისწინებით, სისხლისსამართლებრივი დევნა (პროკურატურის მიერ). პროკურატურის მიერ უნდა მოხდეს დეკლარირება, რომ აღნიშნული დანაშაულები აკმაყოფილებს საჯარო ინტერესის ტესტს დევნის დასაწყებად.
4. პროკურატურამ, დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს ეფექტური რეაგირება შსს-ს და პროკურატურის თანამშრომელთა სამსახურებრივი გულგრილობის შემთხვევებზე ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშულზე რეაგირების დროს.
5. პროკურატურამ მოახდინოს ეფექტური რეაგირება ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობის, ოჯახში ძალადობის, ქალთა მკვლელობებების და ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის იმ შემთხვევებზე, სადაც სავარაუდო მოძალადე პროკურატურის ან შსს-ს სისტემაში დასაქმებული პირია.
6. პროკურატურამ აწარმოოს და პერიოდულად, მინიმუმ წლიურად,გამოაქვეყნოს სტატისტიკა გენდერული დანაშაულების შესახებ, მათ შორის ქალთა მიმართ ჩადენილდანაშაულზე.
7. პროკურატურამ (და შს სამინისტრომ) ეფექტურად გამოიძიოს თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეები და შეიმუშაოს გენდერულად სენსიტიული მიდგომა ამგვარი დანაშაულების გამოძიების და დევნის დაწყების დროს.
რეკომანდაციები ჯანდაცვის სამინისტროსთვის
1. 1. შემუშავდეს კონცეფცია ოჯახში ქალზე ძალადობის შემთხვევების დროს მულტი-დისციპლინური ჯგუფის( სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, ოკუპაციური თერაპევტი, ადიქტოლოგი, იურისტი..) ჩართვის შესახებ.
2. მოხდეს მულტი-დისციპლინური ჯგუფების ჩამოსაყალიბებლად პროფესიონალთა გადამზადება გენდერული ძალადობის საკითხების, მათ შორის სექსუალური ძალადობის საკითხების მიმართულებით;
3. შემუშავდეს პრობლემურ ოჯახებთან მუშაობის(ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალი, ბავშვები, სხვა ოჯახის წევრები) გაიდლაინები მულტიდისციპლინური გუნდებისათვის.
4. თავშესაფრები გახდეს ხელმისაწვდომი არა მხოლოდ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის, არამედ ძალადობის, მათ შორის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალებისათვის.
5. თავშესაფრები ხელმისაწვდომი გახდეს მარგინალიზირებული ქალებისათვის, როგორიცაა: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალები,ფსიქიატრიული ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ქალები, სხვადასხვა ნივთიერებებზე დამოკიდებულების მქონე ქალები, სექს-მუშაკები და სხვა.
6. ჩამოყალიბდეს სარეაბილიტაციო ცენტრები და პროგრამები მოძალადეებისათვის.(ბრაზისა და სტრესთან გამკლავების, კონფლიქტის მოგვარების, ემპათიის, თანასწორობის პროგრამები)
7. შეიქმას კრიზისული ცენტრები, სადაც შესაძლებელი იქნება ძალადობის მსხვერპლი ქალების დაუყოვნებლივ განთავსება მათთვის ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მინიჭებამდე.
8. ჩამოყალიბდეს სისტემური მიდგომა და განისაზღვროს ბავშვზე ზრუნვისა და სოციალური ზრუნვის სააგენტოების როლი ძალადობის მსხერპლ ბავშვებთან მიმართებაში.
რეკომენდაციები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის
1. სკოლის მიერ აღირიცხოს მოსწავლის მიერ სკოლის მიტოვების საფუძველი, მათ შორის ადრეული ქორწინების შემთხვევები.
2. სკოლის ადმინისტრაციის მიერ ადრეული ქორწინების შესახებ ან შესაძლო ქორწინების შესახებ ინფორმაციის მოპოვების შემთხვევაში, პრევენციულად და მყისიერად ეცნობოს პოლიციასა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.
3. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შეიმუშაოს და დანერგოს კონცეფცია ფეხმძიმე გოგონებისა და ახალგარზდა დედების სწავლის ხელშესაწყობად, რათა მათ შეძლონ დაასრულონ საშუალო განთლების მიღება.
4. შემუშავდეს გაიდლაინები სკოლაში არსებული ბულინგის პრევენციისა და აღმოფხვრისათვის, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს უმცირესობას, მათ შორის სექსუალური უმცირესობას, მიკუთვნებულ ბავშვებს.
5. მასწავლებელების (სკოლამდელი, სასკოლო და უმაღლესი) საგნამანათლებლო პროგრამებში სავალდებულო კომპონენტად განისაზღვროს გენდერული თანასწორობის და გენდერული ძალადობისსაკითხები.
6. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მოამზადოს და დანერგოს საგანი სექსუალურ განათლებაზე და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე.
7. გენდერული ექსპერტიზაგახდეს სავალდებულო სახელმძღვანელოსათვის გრიფირების მისანიჭებლად.
8. სხვადასხვა საგნებში გამჭოლად ჩაიდოს ინფორმაცია გენდერული თანასწორობის შესახებ და მაქსიმალურად იყოს დაცული გენდერული ბალანსი ქალთა წარმომადგენლობის კუთხით (მაგ. ლიტერატურაში, ისტორიაში, მეცნიერების ისტორიაში).
9. მასწავლებლების სამოქალაქო მართლშეგნებისა და ცნობიერების ამაღლებისადმი მიძღვნილი ტრენინგები გახდეს უფრო მასშტაბიანი. ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს რეგიონებში არსებული სკოლების მასწავლებლების ცნობიერების ამაღლებას (ყველაზე მეტად მაღალმთიან რეგიონებს).
ქალთა მოძრაობა LGBT უფლებებისთვის
Posted: მაისი 15, 2015 Filed under: Uncategorized დატოვე კომენტარინინო გოგუაძე: ფუნდამენტური პრობლემა ჩემს გვერდით იყო და მე გამომეპარა
Posted: მარტი 17, 2015 Filed under: Uncategorized დატოვე კომენტარი
ქალთა მოძრაობის ხედვა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაძლიერების შესახებ
Posted: მარტი 8, 2015 Filed under: Uncategorized დატოვე კომენტარიჩვენ ვართ საქართველოს მოსახლეობის 53%, მაგრამ ორია ქალი. ქვეყნის არც ერთი მერი და არც ერთი გუბერნატორი ქალი არ არის. დღეს საქართველოში ქალის ხმა არ ისმის. 25 წელია ქვეყანამ აღიდგინა დამოუკიდებლობა, მაგრამ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის კუთხით პროგრესისთვის არ მიგვიღწევია. ჩვენი უფლებები უწინდებურად ირღვევა. 2014 წლის ქალთა მკვლელობებმა გვიჩვენა, რომ საქართველოში ჩვენი სიცოცხლის უფლებაც კი არ არის დაცული.
დღეს ქართულ პოლიტიკას აკლია ქალების ხედვა, გამოცდილება და უნარები. პოლიტიკის სფეროში ქალების სიმბოლური, მცირე რაოდენობა არ გვაძლევს საშუალებას სრულად გამოვავლინოთ და გამოვიყენოთ ჩვენი პოტენციალი. საზოგადოების და კაცობრიობის განვითარების პროცესში ჩვენი უნიკალური წვლილი დაკნინებული ან სრულიად დაკარგულია. ქალები იმ საკითხების გადაწყვეტაშიც კი ვერ მონაწილეობენ, რომელიც უშუალოდ და მხოლოდ მათ ეხებათ. პარლამენტი არ უზრუნველყოფს ქალების წარმომადგენლობას და შესაბამისად არ იცავს მათ ინტერესებს. საქართველოში არ გვაქვს წარმომადგენლობითი დემოკრატია. ჩვენ, ქალები, უგულებელყოფილი ვართ პოლიტიკურ ცხოვრებაში და ამას აღარ შევეგუებით.
პოლიტიკაში ქალების დაბალ წარმომადგენლობას სხვადასხვა მიზეზი განაპირობებს. საქართველოში მიიჩნევა, რომ პოლიტიკა ,,ბინძური“ საქმეა და შესაბამისად, იქ ქალის ადგილი არ არის – და მისი საქმე მხოლოდ ოჯახი და შვილებია. ჩვენს ქვეყანაში დღემდე თვლიან, რომ თუ ქალი მუშაობს, ის შედარებით უმნიშვნელო, უპრეტენზიო და დაბალანაზღაურებადი საქმით უნდა დაკავდეს. პატრიარქალური საზოგადოება ძალადობს ქალზე, ერევა მისი პირადი და საზოგადო ცხოვრების ყველა სფეროში და ქალს ყველა ეტაპზე ზღუდავს.
ქალები დღეს მრავლად არიან პოლიტიკურ პარტიებში, მაგრამ ისინი, ძირითადად, რუტინულ, ე.წ. „შავ“ სამუშაოს ასრულებენ; არჩევნების დროს პარტიები მათ კანდიდატურებს არ განიხილავენ და არ წამოაყენებენ – ქალები ან საერთოდ არ შეჰყავთ პარტიულ სიებში, ან შეჰყავთ, მაგრამ არა “გამსვლელ” ადგილებზე. თანაპარტიელების და საკუთარი ოჯახების მხრიდან მხარდაჭერის ნაკლებობის გამო, პოლიტიკური წინსვლა გაცილებით უფრო რთულად მისაღწევია ქალებისათვის, ვიდრე კაცებისთვის.
ჩვენ, როგორც ქალები, როგორც საქართველოს მოქალაქეები და როგორც ამომრჩევლები, ვხედავთ რა ამ რეალობას, ვიბრძვით მის შესაცვლელად. მოვითხოვთ, საქართველოს ხელისუფლებამ გადადგას ეფექტიანი ნაბიჯები ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გასაზრდელად და შემოიღოს დროებითი, საგანგებო ზომა, რათა შემდეგ, 2016 წლის პარლამენტში 150 წევრიდან სულ მცირე 38 იყოს ქალი. გადაწყვეტილების მიმღები პოზიციების დაკავების შესაძლებლობა ქალებისთვის კანონით უნდა იყოს გარანტირებული.
საარჩევნო კოდექსის ცვლილებისა და დროებითი, სპეციალური ზომების გატარების გარეშე, კიდევ ათწლეულები დასჭირდება პარლამენტში სქესებს შორის ბალანსის მიღწევას და ქალების ჩაგვრის დასრულებას. ქალები მოვითხოვთ დღესვე იყოს დაცული ჩვენი უფლებები და ინტერესები. ჩვენ ამომრჩევლები ვართ, ამომრჩეველთა უმრავლესობას წარმოვადგენთ და მოვითხოვთ თანასწორობას დღეს. თითოეული პარტიისაგან მოველით ქალთა ფრთის გაძლიერებას, ქალთა ინტერესების დაცვას და გათვალისწინებას, ხოლო სახელმწიფოსგან – საარჩევნო სისტემის რეფორმის გატარებას, რათა პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო ადამიანის უფლებათა კონვენციებს და ვალდებულებებს.
ქალთა პოლიტიკური გაძლიერება დღევანდელი საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა.
მეტი ქალი პარლამენტში – ქალთა მოძრაობის აქცია საქართველოს 25 ქალაქში
Posted: მარტი 8, 2015 Filed under: 8 მარტი | Tags: GEORGIA, GWM, HUMAN'S RIGHTS, international women's day, March8, MOVEMENT, rally, WOMEN'S RIGHTS დატოვე კომენტარიმეტი ქალი პარლამენტში – 8 მარტის მსვლელობა ქალების უფლებებისთვის
Posted: თებერვალი 27, 2015 Filed under: Uncategorized დატოვე კომენტარი8 მარტის მსვლელობა ქალების უფლებებისთვის 15:00-ზე, საქართველოს 24 ქალაქში! შეუერთდი აქციას აქ
ჩვენ ვართ საქართველოს მოსახლეობის 53%, მაგრამ პარლამენტში 12%-ით ვართ წარმოდგენილი. 59 გამგებლიდან მხოლოდ ორია ქალი. ქვეყნის არც ერთი მერი და არც ერთი გუბერნატორი ქალი არ არის. დღეს საქართველოში ქალის ხმა არ ისმის. 25 წელია ქვეყანამ აღიდგინა დამოუკიდებლობა, მაგრამ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის კუთხით პროგრესისთვის არ მიგვიღწევია. ჩვენი უფლებები უწინდებურად ირღვევა. 2014 წლის ქალთა მკვლელობებმა გვიჩვენა, რომ საქართველოში ჩვენი სიცოცხლის უფლებაც კი არ არის დაცული.
დღეს ქართულ პოლიტიკას აკლია ქალების ხედვა, გამოცდილება და უნარები. პოლიტიკის სფეროში ქალების სიმბოლური, მცირე რაოდენობა არ გვაძლევს საშუალებას სრულად გამოვავლინოთ და გამოვიყენოთ ჩვენი პოტენციალი. საზოგადოების და კაცობრიობის განვითარების პროცესში ჩვენი უნიკალური წვლილი დაკნინებული ან სრულიად დაკარგულია. ქალები იმ საკითხების გადაწყვეტაშიც კი ვერ მონაწილეობენ, რომელიც უშუალოდ და მხოლოდ მათ ეხებათ. პარლამენტი არ უზრუნველყოფს ქალების წარმომადგენლობას და შესაბამისად არ იცავს მათ ინტერესებს. საქართველოში არ გვაქვს წარმომადგენლობითი დემოკრატია. ჩვენ, ქალები, უგულებელყოფილი ვართ პოლიტიკურ ცხოვრებაში და ამას აღარ შევეგუებით.
სწორედ ამიტომ, “ქალთა მოძრაობა”, რვა მარტს საქართველოს ყველა დიდ ქალაქში აწყობს მსვლელობას, რომლის მიზანია ხელი შუეწყოს ქალთა პოლიტიკურ აქტიურობას საქართველოში; რომლის მიზანია მეტი ქალი მოვიდეს პოლიტიკაში;
მსვლელობა თბილისში, 8 მარტს, სამ საათზე ვარდების მოედნიდან დაიწყება და გაგრძელდება ყოფილი პარლამენტის შენობამდე, სადაც “ქალთა მოძრაობის” წევრები წარმოგიდგენთ, თუ როგორ ვხედავთ ქალთა პოლიტიკურ გააქტიურებას.
რვა მარტის აქცია სრულდება გუდიაშვილის სკვერში, სადაც გელოდებათ გამოფენა-გაყიდვა, სხვადასხვა სფეროში დასაქმებული ქალების მიერ შექმნილი პროდუქტების.
შემოგვიერთდი თბილისში, ვარდების მოედანზე, 15:00-ზე!
მხარი დაუჭირე ქალების გაძლიერებას
მხარი დაუჭირე ქალების პოლიტიკაში ჩართულობას
ჩვენ გვჭირდება მეტი ქალი პოლიტიკაში
მიეცი ხმა ქალს!
შეუერთდი აქციას შემდეგ ქალაქებში:
1 ზუგდიდი/კინოთეატრი ატრიუმი
2 ოზურგეთი/ოზურგეთის თეატრი
3 ახალციხე/ცენტრალური სკვერი
4 წყალტუბო/კულტურის სახლი
5 ბოლნისი/კულტურის სახლი
6 ბათუმი/ერას მოედანი
7 ნინოწმინდა/კულტურის ცენტრი
8 ახალქალაქი/ცენტრალური პარკი
9 გარდაბანი/ბაზრის ცენტრალური მოედანი
10 დმანისი/მთავარი სკვერი
11 გორი/თეატრის შენობის წინ
12 ქუთაისი/მესხიშვილის თეატრი
13 თელავი/თელავის თეატრი
14 მარნეული/კულტურის სახლი
16 რუსთავი/ მერიის შენობის წინ
17 ქობულეთი/გამგეობის წინ
18 სიღნაღი/სიღნაღის ბულვარი
19 გურჯაანი/პაპას ბაღი, იუსტიციის სახლთან
20 ბორჯომი/რუსთაველის მოედანი
21 ხაშური: დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკვერი
22 საგარეჯო/კულტურის სახლის წინ
23 მცხეთა/სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორია(მთავარ შესასვლელთან)
პეტიცია ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად პარლამენტს გადაეცა
Posted: დეკემბერი 10, 2014 Filed under: 25 ნოემბერი | Tags: GEORGIA, GWM, HUMAN'S RIGHTS, manifest, MOVEMENT, November25, rally, WOMEN, WOMEN'S RIGHTS დატოვე კომენტარი10 დეკემბერს, თბილისში, პარლამენტის შენობასთან, 14:00-ზე ქალთა მოძრაობა 25 ნოემბრის აქციის ფარგლებში ხელმოწერილი პეტიცია კანცელარიაში შეიტანა. მთელი საქართველოს მასშტაბით, პეტიციას ხელი ათასობით ადამიანმა მოაწერა.
ქალთა მიმართ ძალადობის შესაჩერებლად 25 ნოემბერს, საქართველოს 25 ქალაქში ქალთა მოძრაობამ აქციები გამართა, ამავე დღეს დაიწყო ხელმოწერების შეგროვება პეტიციაზე, რომელიც ეხება ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრას და რომლის ადრესატიცაა ხელისუფლების სამივე შტო, კერძოდ: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე – დავით უსუფაშვილი, საქართველოს პრემიერ მინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი.
10 დეკემბერს ქალთა მიმართ ძალადობის 16 დღიანი კამპანიის ბოლო დღეა. ქალთა მოძრაობამ პეტიცია პარლამენტის კანცელარიას ჩააბარა, პეტიციის შეტანას პერფომანსის სახე ჰქონდა,კერძოდ, თითოეული მონაწილე ხელიდან ხელში აწვიდა პეტიციას ერთმანეთს.ამ პერფომანსში მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტები 6 უნივერსიტეტიდან.
ამ დროისათვის პეტიციაზე 6000-მდე ხელმოწერაა, ნაწილი ელექტრონულად და ნაწილი 25 ნოემბრის აქციაზე შეგროვებული. პეტიცია 6 ძირითად რეკომენდაციას მოიცავს. ქალთა მოძრაობა დაელოდება პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად პეტიციის საკომიტეტო მოსმენის ჩანიშვნას.
ელჩები: ქალზე ძალადობა დანაშაულია, შეაჩერე!
Posted: დეკემბერი 4, 2014 Filed under: 25 ნოემბერი | Tags: GEORGIA, GWM, HUMAN'S RIGHTS, MOVEMENT, November25, WOMEN, WOMEN'S RIGHTS %(count)s კომენტარი“ქალთა მოძრაობის პირველ აქციას” “ქალზე ძალადობა დანაშაულია, შეაჩერე”, სხვადასხვა ქვეყნის ელჩები შეუერთდნენ, “ქალთა მოძრაობის” პირველი, ფართომასშტაბიანი აქცია 25 ნოემბერს, საქართველოს 23 ქალაქში გაიმართა. .